ვარდისფერი მშრალი ჩვენი ვარდისფერი არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული კარდენახული მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. ღვინო არის რქაწითელის, ხიხვის და საფერავის კუპაჟი. ფერმენტაცია გავლილი აქვს როგორც თეთრ, ასევე წითელ ჭაჭაზე. ვარდისფერი მდიდარია ბროწეულის და კენკრის არომატებით და გამოირჩრვა მცირე შუშხუნით. ღვინო დაყენებულია ნატურალურად.