ჩვენი როზე არის ქვევრში დაყენებული, კარდანახული ვარდისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან.
თავდაპირველად რქაწითელის და მწვანეს წვენს ერთად ცისტერნაში ვათავსებთ. 1 კვირში, როდესაც უკვე გემოები კარგად აქვს ერთმანეთს შერეული გადაგვაქვს ქვევრში, რომელსაც 90%-ით წვენით ვავსებთ, ხოლო 10%-ს საფერავის ჭაჭას ვუმატებთ. აქ ღვინო ფერმენტაციას აგრძელებს და იღებს საფერავის გემოებს და ვარდისფერ შეფერილობას. ქვევრში ჭაჭაზე ვავარგებთ 7 თვის განმავლობაში. შემდეგ ღვინოს ვფილტრავთ ბუნებრივი ტექნოლოგიით (ღვინის გადასხმა და ლექის მოშორება) და ვაცლით ჭაჭას. ღვინოს ვათავსებთ ცისტერნაში ერთი თვით, რათა ფერი გაიწმინდოს და გადავიდეს ატმის ფერში. ბოლოს ვასხამთ ბოთლებში და ვაძველებთ უმცირეს 2 წლით.
+995 599 88 74 05
info@mzistvali.com
თბილისი, საქართველო ვ. პეტრიაშვილის 1