კარდანახი ნოყიერი ნიადაგით და მზის ხანგრძლივი მიდგომით გამოირჩევა. მდებარეობა ყურძენს საშუალებას აძლევს, რომ მაღალი შაქრის რაოდენობა აიღოს, რაც შემდეგ ღვინის მაღალალკოჰოლურობაში გარდაიქმენა. ღვინო გრადუსთან ერთად მხიარული და დასალევად სასიამოვნოა.
რთველის ბოლოს დაკრეფილ ყურძენს ვწურავთ და ტანინით რომ არ გადაიტვირთოს, ვაშორებთ კლერტს. შემდეგ ყურძნის წვენს ჭაჭასთან ერთად ქვევრებში ვანაწილებთ.
ფერმენტაციის დასრულების შემდეგ წვენს ვაცლით ჭაჭას, რომელიც გამოსახდელად მიგვაქვს, ხოლო ახალგაზრდა ღვინოს ისევ ქვევრში ვაბრუნებთ. ამის შემდეგ ქვევრს ვლუქავთ ჰაერის საცობის (ე.წ. ეარლოქის) გამოყენებით, რაც ღვინოს საშუალებას აძლევს გაზებისგან დაიცალოს და არ შევიდეს ჟანგბადთან კონტაქტში.
ღვინოს 3-4 კვირა ვაცდით რომ დაილექოს. შემდეგ ნატურალური ტექნოლოგიით (ღვინის გადასხმა და ლექის მოშორება) ვფილტრავთ .
შედარებით სუფთა ღვინოს ვაცდით რომ ისევ დაილექოს, ამის შემდეგ მეორეჯერ ვფილტრავთ ნატურალურად და ვაბრუნებთ ქვევრში. ამის შემდეგ მუდმივად ვაკონტროლებთ ტანინს, შაქრიანობას, მქროლავს, გოგირდს და ა.შ. რამდენიმეჯერ ვამოწმებთ ღვინის მდგრადობას, ხოლო ბოლოს ვასხამთ ბოთლებში და ვაძველებთ.
წარაფის ზოლი, რომელიც ბაკურციხიდან ვაქირამდე მდებარეობს, ვენახისთვის ოქროს ადგილად ითვლება. აქაური განსაკუთრებულად მდიდარი ნიადაგი ყურძენს საშუალებას აძლევს იდეალურად დამწიფდეს ყოველგვარი სასუქის, ქიმიკატების და პესტიციდების გარეშე. ჩვენი მოსავალი ისაა, რასაც ბუნება გვაძლევს.
ალაზნის მარჯვენა მხარე, სადაც ჩვენი ვენახია გაშენებული, საუკეთესო ადგილია რქაწითელისთვის; ხოლო საფერავი გაშენებული გვაქვს მოწითალო ფერის მიწაზე. ეს მას ზრდასრულ ასაკში საჭირო ნივთიერებებით სრულყოფილად ამარაგებს.
ჩვენთან მოსავალი რთველის ბოლოს იკრიფება. ამ დროს ყურძენი იდეალურადაა დამწიფებული და მასში შაქრის შემცველობა მაქსიმალურია. ამის შედეგად კი ვაკეთებთ მაღალგრადუსიან, მშრალ, ნატურალურ ღვინოს.
+995 599 85 45 33
mzistvali@gmail.com
თბილისი, საქართველო ვ. პეტრიაშვილის 1
+995 599 88 74 05
info@mzistvali.com
თბილისი, საქართველო ვ. პეტრიაშვილის 1