ჩვენი „8 ქვევრი“ არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული რქაწითელი, კარდანახული ქარვისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. 2015, 2016, 2017 და 2018 წლის ღვინოებიდან საგულდაგულოდ არის ამორჩეული ორ-ორი ქვევრი. შერეული და 8 ქვევრად ჩამოყალიბებული. ღვინო 4 წელია დაყოვნებული ჭაჭაზე, რაც მას გამორჩეულ გემოებს და არომატს სძენს.
უხდება: კახურ სუფრას, მწვადს, ზღვის პროდუქტებს, მოთუშულ ბოსტნეულს, მოტკბო კერძებს და ყველს.