ჩვენი საფერავი არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული, კარდანახული წითელი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. რთველის მიწურულს დაკრეფილი ყურძენი და ფერმენტაციისას ჭაჭაზე დაძველება, სასმელს ქიშმიშის მდიდარ არომატს სძენს. ღვინო არის ნატურალურად დაყენებული.
ჩვენი „8 ქვევრი“ არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული რქაწითელი, კარდანახული ქარვისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. 2015, 2016, 2017 და 2018 წლის ღვინოებიდან საგულდაგულოდ არის ამორჩეული ორ-ორი ქვევრი. შერეული და 8 ქვევრად ჩამოყალიბებული. ღვინო 4 წელია დაყოვნებული ჭაჭაზე, რაც მას გამორჩეულ გემოებს და არომატს სძენს.
ვარდისფერი მშრალი ჩვენი ვარდისფერი არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული კარდენახული მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. ღვინო არის რქაწითელის, ხიხვის და საფერავის კუპაჟი. ფერმენტაცია გავლილი აქვს როგორც თეთრ, ასევე წითელ ჭაჭაზე. ვარდისფერი მდიდარია ბროწეულის და კენკრის არომატებით და გამოირჩრვა მცირე შუშხუნით. ღვინო დაყენებულია ნატურალურად.
რქაწითელი/მწვანე/ხიხვი არის ქვევრში ტრადიციულად დაყენებული, ბაკურციხის ქარვისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. ღვინოს აქვს ფერმენტაცია ველური საფუვრების მეშვეობით (ნატურალურად) ორი კვირა დურდოზე გავლილი. სასმელი არის მსუბუქი დასალევი, მდიდარია ხილის არომატებით და გამოირჩევა დაბალანსებული გემოთი. ყურძენს აქვს მინიჭებული ბიო სერთიფიკატი.
ქისი/მწვანე/რქაწითელი არის უჭაჭოდ ქვევრში დაყენებული, ბაკურციხის ქარვისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. ღვინო არის ერთი დღე დურდოზე გაჩერებული და შემდეგ გამოწნეხილი. ფერემნტაცია გაიარა ველური საფუვრების მეშვეობით (ნატურალურად), ყურძნის წვენზე ორი კვირის განმავლობაში. ასევე აქვს ნელი ფერმენტაცია ვაშლ-რძემჟავა დუღილზე გავლილი, რაც ღვინოს სძენს რბილ დაბოლოებას და დაბალანსებულ გემოს. ყურძენს აქვს მინიჭებული ბიო სერთიფიკატი.
რქაწითელი/ხიხვი არის დურდოზე ქვევრში დაყენებული, ბაკურციხის ქარვისფერი მშრალი ღვინო, კალანდაძეების მარნიდან. ღვინოს აქვს ფერმენტაცია ველური საფუვრების მეშვეობით (ნატურალურად) ორი კვირა დურდოზე გავლილი. შემდგომ დავარგებულია 3 თვით ლექზე, რაც მას სძენს მიწის და თიხის არომატებს. ყურძენს აქვს მინიჭებული ბიო სერთიფიკატი
კარდანახი ნოყიერი ნიადაგით და მზის ხანგრძლივი მიდგომით გამოირჩევა. მდებარეობა ყურძენს საშუალებას აძლევს, რომ მაღალი შაქრის რაოდენობა აიღოს, რაც შემდეგ ღვინის მაღალალკოჰოლურობაში გამოიხატება. ღვინო გრადუსთან ერთად მხიარული და დასალევად სასიამოვნოა.
+995 599 85 45 33
mzistvali@gmail.com
თბილისი, საქართველო ვ. პეტრიაშვილის 1
+995 599 88 74 05
info@mzistvali.com
თბილისი, საქართველო ვ. პეტრიაშვილის 1